ბათუმში, დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

04.04.21 13:09
ბათუმში, დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულების საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა იმართება. აქტივისტები ამბობენ, რომ ღამე პოლიციამ მათ მიმართ არათანაბარი ძალა გამოიყენა თავისუფლების აღკვეთა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. პოლიცია მათ დაუმორჩილებლობას ედავება.ორივე დაკავებულს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. საქმეში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჩაერთო.

აქტივისტები სამართალდამცველებმა გასულ ღამეს დააკავეს. ბათუმში, სირცხვილიას რეგიონულ ოფისთან პოლიცია გვიან ღამით მივიდა, მაშინ როცა იქ  შეკრებილები კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ. "სირცხვილიას" ინფორმაციით, პოლიცია მათ ოფისში შეიჭრა და აქტივისტებს ფიიზკურად გაუსწორდა.