მოსახლეობა გაწირეს სიკვდილისთვის - "ლელო" ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვს

01.03.21 14:37
მოსახლეობა გაწირეს სიკვდილისთვის - "ლელო"  ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვს

პარტია "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას მოითხოვს. მიზეზი "კოვაქსის" დღევანდელი განმარტება გახდა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ვაქცინაციის კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. ნაცვლიშვილი ამბობს რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინის მისაღებად აპლიკაციის სწორად შევსებაც ვერ შეძლო, რაზეც პასუხისმგებლობას მინისტრ ტიკარაძეს აკისრებს.

მაშინ როცა მთელ რგ ქვეყნებში დაწყებულია ვაქცინაციის პროცესი წარმატებით, საქართველო რატომ არის ამოვარდნილი. კოვაქსის პლატფორმამ განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო კომპეტენტურად და სწორად გაეკეთებინა განაცხადი და სწორედ ამიტომ არის რომ დღეს ვაქცინა არ გვაქვს,არც ვციით როდის იქნება ხელმისაწვდომი.

ამ ფონზე "ლელო" კატეგორიულად მოითხოვს ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას, ამ მომენტიდან არც პოლიტიკური და არც მორალური უფლება არ რჩება იყოს თანამდებობაზე, მაშინ როცა მთლიანად  ჩავარდა კრიზისის მართვა ჯანდაცვის მიმართულებით და ამან საქართველოს მოსახლეობა გაწირა სიკვიდილისთვის უვაქცინობის პირობებში და მეორე ნაწილი გაწირა შიმშილისთვის, ჩაკეტილი და ჩამოქცეული ეკონომიკის პირობებში-ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

 შეგახსენებთ, კოვაქსის განმარტებით საქართველომ ვერ დააკმაყოფილა ვაქცინის მისაღებად კრიტერიუმები. ოპოზიცია და ჯანდაცვის ექპერტები ფიქრობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ მოახერხა აპლიკაციის სწორად შევსება, რის გამოც დღეს საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაწყებული არ არის.