მან გაბედა და მოღალატეს ნაგავი გადააყარა თავზე - აქტივისტები ფანგანზე ანგარიშსწორებაზე

05.04.21 11:16
მან გაბედა და მოღალატეს ნაგავი გადააყარა თავზე - აქტივისტები ფანგანზე ანგარიშსწორებაზე

კარვების ქალაქში გუშინ პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტზე მომხდარ ფიზიკურ ძალადობას  პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. აქტივისტები ფანგანის ცემის ფაქტს იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ მან რამდენიმე თვის წინ ბათუმის საკრებულოს წევრს თავზე ნაგავი დააყარა. 

დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური ფაქტი გუშინ ბმაში იყო იმ ფაქტთან, როცა ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან  ცოცხებით მივარდნენ, რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დაჭრეს და აქ კიდევ ფანგანს დახვდნენ და ფანგანი არის ის ადამიანი, რომელმაც გაბედა და მოღალატეს ნაგავი გადააყარა თავზე. დარწმუნებული ვარ, 15 მაისამდე კიდევ უფრო გახანგრძლივდება ეს პროვოკაციები, მაგრამ ჩვენ ყველა მზად ვართ ამისთვის," - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი. 

შეგახსენებთ, გვიან ღამით ჩასაფრება მოუწყვეს პარლამენტის წინა მდგარ კარვების აქციის ერთ-ერთ მონაწილეს. ირაკლი ფანგანი ქაშუეთი ეკლესიასთან სცემეს.  შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.

ირაკლი ფანგანმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. შემთხვევა 2021 წლის 25 იანვარს მოხდა.