როდესაც მოვლენ შენს ოფისთან და შეურაცხყოფას მოგაყენებენ, ვიღაცა ანალოგიურად გიპასუხებს - ქადაგიშვილი

05.04.21 11:50
როდესაც მოვლენ შენს ოფისთან და შეურაცხყოფას მოგაყენებენ, ვიღაცა ანალოგიურად გიპასუხებს - ქადაგიშვილი

„ქართულ ოცნება“ უარყოფს, რომ ბათუმსა და რუსთავში ხელისუფლების აქტივისტების აგრესიული ქმედებები მათი წახალისებული იყო. „ქართული ოცნების“ წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შეურაცხმყოფელი შინაარსის სტიკერების გაკვრა ოპოზიციის აქტივისტების ქმედებების საპასუხო იყო და ეს ბუნებრივი მოვლენაა. 

არ იყო ეს წახალისებული. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც მოვლენ შენს ოფისთან და შეურაცხმყოფელ პლაკატებს გაგიკრავენ, შეძახილებს გააკეთებენ, ბუნებრივია, რომ ვიღაცა მივა და ანალოგიურად მათი ისტორიისთვის დამახასიათებელ პლაკატს მიაკრავს მათ ოფისს, - ამბობს ქადაგიშვილი.

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ და ქვეყანაში  მთავარი ოპოზიციური პარტიის არსებობა ცოცხებით გააპროტესტეს. ამის პარალელურად, გუშინვე რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრი დაჭრეს.