ე.წ. ზონავიკები და საჯარო მოხელეები - დადგენილია მათი ვინაობა, ვისაც ოპოზიციის ოფისების დარბევა სურდა

05.04.21 12:59
ე.წ. ზონავიკები და საჯარო მოხელეები - დადგენილია მათი ვინაობა, ვისაც ოპოზიციის ოფისების დარბევა სურდა

"ქართული ოცნების" აღიარების შემდეგ  ოპოზიციამ იმ ადამიანების ვინაობა დაადგინა, ვინც ბათუმში ოპოზიციის  ოფისების შტურმით აღება სცადა. 

"ნაციონალური მოძრაობის" აჭარის რაიონული ოფისის ლიდერი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ მათი ოფისის დარბევა საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა პირებმა სცადეს.

"ე.წ. ზონავიკები გამოგვიგზავნეს გუშინ "ქართული ოცნების" დარტყმელი ძალა, ვინც რეალურად ატარებს არჩევნებს ბათუმში. აქციაში მონაწილეობდნენ: გურამ ბუაძე - ბოტანიკური ბაღის განყოფილების უფროსი, ანზორ დავითაძე - ერთ-ერთი დასახლების გამგებელი, კობა ცინცაძე - მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, გალაკტიონ ორმოცაძე - მერიის თანამშრომელი, ზურაბ წულაძე - საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, გოჩა ბარამიძე - მერიის თანამშრომელი, ზურაბ ვარშანიძე და დათო კობახიძე - უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები, გიორგი გიორგაძე - ბათუმის ავტოტრანსპორტის თანამშრომელი და ა.შ.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ბათუმში, ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის ოფისებთან  საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მათ ადგილზე ცოცხები და ყავარჯნები მიიტანეს. აღნიშნული ქმედება დღეს "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ, ძალადობა წაახალისა და აქციის მონაწილეები ჩადენილი საქციელის გამო შეაქო.