მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნის მცდელობა - საბჭოს სხდომა ღამით ჩაინიშნა

05.04.21 13:10
მოსამართლეების სასწრაფოდ დანიშვნის მცდელობა - საბჭოს სხდომა ღამით ჩაინიშნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების სასწრაფო დანიშვნას ცდილობს. სხდომა ღამით ჩაინიშნა.იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს ახალი წესით უზანეს სასამართლოს მოსამართლეები დანიშვნაზე უნდა იმსჯელოს. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი  ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ  ასეთი რამ 4-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში პირველად ხდება. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ საბჭოს სხდომები კანონდარღვევით ტარდება. 

პარლამენტმა ეს ჩახლართული პროცესი კიდევ უფრო გაართულა და გზაში დაგვაწია ახალი ნორმები, რომლის საფუძველზეც უნდა გაგრზელდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცესი. რაც საკმაოდ გაუგებარია ჩემთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, რომ ინფორმაცია სხდომის ჩატარების შესახებ,დღის წესრიგთან ერთად გამოქვეყნოს  3 სამუშაო დღით ადრე, ვიდრე სხდომა ჩატარდება. რაც მე საბჭოს წევრი ვარ 2017 წლიდან, 160 სხდომიდანც არცერთი სხდომა არ ჩატარებულა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ეს ყველაფერი არის დომხალი, სხვა შეფასებას ეს პროცესი არ იძლევა, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. 

 3 თვეა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდინატების შესარჩევი გასაუბრებები მიმდინარეობს.