იქ ნაწამები ადამიანები ვიდექით - საჯარო მოხელე დირექტივას უარყოფს და "ოცნების" დეპუტატს აქებს

05.04.21 13:11
იქ ნაწამები ადამიანები ვიდექით - საჯარო მოხელე დირექტივას უარყოფს და "ოცნების" დეპუტატს აქებს

​საჯარო მოხელეები ოპოზიციას აქციებს უწყობენ - "ქართული ოცნების" აქტივისტი, გიორგი გიორგაძე, რომელიც ბათუმში გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ირწმუნება, რომ დირექტივა მმართველი პარტიისგან არ მიუღია. 

გიორგაძე ტვ პირველთან ისევ 9 წელზე საუბრობს და აღიარებს იმასაც, რომ მმართველი პარტიის რიგებშია. 

გუშინ აქციაზე მათგან ნაწამები ადამიანები ვიდექით. საჯარო სამსახურში დასაქმებულები აქციაზე არავის გამოუშვია. აქციაზე იყო ჩემი მეგობარი, რომელსაც 2011 წელს სპეცრაზმმა ორივე ფეხი მოტეხა- ამბობს გიორგაძე. 

რაც შეეხება დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს, რომელმაც გიორგაძეს ქმედება მოუწონა, აქტივისტი და საჯარო მოხელე ამბობს, რომ სამხარაძე "ქართული ოცნების" ჯარისკაცია. 

არ მაინტერესებს, დიტო არის თუ არა პარლამენტარი, ის ,,ქართული ოცნების" ჯარისკაცია. დიტო ღირსეული კაცია, რომელიც ღირსეულად იბრძოდა თავისუფლებისთვის მაშინ, როცა ეს ბრძოლა სიკვდილით ისჯებოდა- თქვა გიორგაძემ. 

ოპოზიციამ იმ ადამიანების ვიინაობა დაადგინა, ვინც ბათუმში ოპოზიციის  ოფისების შტურმით აღება სცადა. 

"ნაციონალური მოძრაობის" აჭარის რაიონული ოფისის ლიდერი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ მათი ოფისის დარბევა საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა პირებმა სცადეს.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა და ადამიანებმა, რომლებიც საჯარო სამსახურში არიან დასაქმებულები, ბათუმში ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის ოფისებთან  საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მათ ადგილზე ცოცხები და ყავარჯნები მიიტანეს. აღნიშნული ქმედება დღეს "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ წაახალისა და აქციის მონაწილეები ჩადენილი საქციელის გამო შეაქო. 

მსგავსი სიახლეები