მოჩვენებითი გამჭირვალობა ვერ უზრუნველჰყოფს მოსამართლეების სამართლიანად შერჩევას - გურამ იმნაძე

05.04.21 13:19
მოჩვენებითი გამჭირვალობა ვერ უზრუნველჰყოფს მოსამართლეების სამართლიანად შერჩევას - გურამ იმნაძე

EMC-ის მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი, გურამ იმნაძე, ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოში მოსამართლეების შერჩევის პროცესი სამართლიანად არ მიმდინარეობს. იმნაძის თქმით, მოსამართლეების შერჩევამდე შესაბამისი კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს. 

საბჭოს დონეზე მისაღები და პარლამენტშიც მისაღები  გადაწყვეტილებები, იგივე წესით მიიღება. მოჩვენებითი გამჭირვალობა არსებითად ვერ უზრუნველყოფს უზენაეს სასამართლოს  მოსამართლეების სამართლიანად, პროფესიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შერჩევას. ის ცვლილებები, რაც განხორციელდა კანონში არ არის საკმარისი, ზოგადად, მოსამართლეები უნდა ინიშნებოდნენ მას შემდეგ, რაც რეალური ცვლილებები განხორციელდება კანონმდებლობაში და უზრუნველყოფილი იქნება, რომ კანდიდატები შერჩეული იქნებიან სამართლიანად," - ამბობს გურამ იმნაძე

 იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა დღეს 4 საათზეა ჩანიშნული. სხდომაზე 9 საკითხი იქნება წარმოდგენილი. მე-6 საკითხად სხდომაზე მოსამართლეების შერჩევის საკითხს განიხილავენ. 

მსგავსი სიახლეები