ბატონი ქადაგიშვილი ორჯერ იდგა რუსეთის და ეშმაკის მხარეზე - დავით კირკიტაძე

05.04.21 14:25
ბატონი ქადაგიშვილი ორჯერ იდგა რუსეთის და ეშმაკის მხარეზე - დავით კირკიტაძე

,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლის, ირაკლი ქადაგიშვილის, ბრალდებას პასუხობს. 

 ბატონო ირაკლი, თქვენ ორჯერ იდექით ეშმაკის, ანუ რუსეთის მხარეს, ეშმაკი და რუსეთი ერთი და იგივეა. პირველად, როცა კანონიერად არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, ავტომატით ხელში ებრძოდით,  მოუწყვეთ პუტჩი. იმის უამრავი მოწმე არსებობს, რომ ერთ-ერთი ორგანიზატორი თქვენ იყავით და მეორე, დღეს ისევ დგახართ ეშმაკთან და რუსეთთან, როცა იცავთ გავრილოვს და პოზნერს. - ამბობს დავით კირკიტაძე.

,,ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა,  დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ 6 თვეა, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ გაარკვია, ვის მხარეს დგას: საქართველოს, ეშმაკის თუ  რუსეთის მხარეს.