პოზნერის მასპინძლის ბიზნესს ნახევარ მილიონზე მეტი პირდაპირი შესყიდვის გზით გადაეცა - ფლანგვის დეტექტორი

05.04.21 14:54
პოზნერის მასპინძლის ბიზნესს ნახევარ მილიონზე მეტი პირდაპირი შესყიდვის გზით გადაეცა - ფლანგვის დეტექტორი

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ბიზნესმენ ბენო ქაშაკაშვილის ბიზნესს ნახევარ მილიონზე მეტი,ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით გადაეცა. პოზნერის მასპინძლის რესტორანს სახელმწიფო ორგანოებმა 520 ათასი ლარის შეკვეთები მისცეს.

ორგანიზაციის  ინფორმაციით, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილი, რომელიც 2016 წლის არჩვნების დროს ქართული ოცნების საპარლამენტო სიის 53-ე ნომერიც იყო, არაერთ კომპანიაში ფლობს წილებს.

ქაშაკაშვილმა 2016-20 წლებში მან და მისმა ცოლმა მმართველ პარტიას 405,000 ლარი შესწირა.

ქაშაკაშვილი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც მისმა რესტორანმა 31 მარტს,  რუს პროპაგანდისტ პოზნერს და მის და მის რუს სტუმრებს უმასპინძლა.  მიუხედავად იმისა, რომ ბენო ქაშაკაშვილისთვის თავიდანვე ცნობილი იყო შეზღუდვების შესახებ და იცოდა, რომ საღამოს 8 საათის მერე მის რესტორანს მუშაობა არ შეეძლო, მან კანონის დარღვევით სტუმრები მაინც მიიღო, რასაც საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.