პასუხი იქნება მკაცრი - "ოცნების" აქტივისტები "ლელოსაც" ემუქრებიან

05.04.21 15:24
პასუხი იქნება მკაცრი - "ოცნების" აქტივისტები "ლელოსაც" ემუქრებიან

"ქართული ოცნების" აგრესიული მხარდამჭერები "ლელოს" ლიდერებსა და აქტივისტებს ღიად ემუქრებიან. შესაბამისი ვიდეო-მასალა დღეს პარტიის წევრებმა ჟურნალისტებს წარუდგინეს. 

"პასუხი იქნება მკაცრი" - იმუქრებიან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები. 

"ლელო" სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა, მათ შორის საჯარო მოხელეებმა ბათუმში, ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის ოფისებთან  საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. მათ ადგილზე ცოცხები და ყავარჯნები მიიტანეს. აღნიშნული ქმედება დღეს "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ,  წაახალისა და აქციის მონაწილეები ჩადენილი საქციელის გამო შეაქო.