გიორგი გახარია საჯარო სივრცეში გამოჩნდა (ვიდეო)

05.04.21 16:32
გიორგი გახარია საჯარო სივრცეში გამოჩნდა (ვიდეო)

ექსპრემიერი გიორგი გახარია მწერალ გურამ დოჩანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა. გახარიამ ჟურნალისტების კითხვები მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით უპასუხოდ დატოვა. 

გიორგი გახარია თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან ,,ენმ"-ს ლიდერის, ნიკა მელიას , დაკავების თაობაზე პარტიასთან არსებული აზრთა შეუთავსებლობის გამო მიიღო. გადადგომის შემდეგ მან მალე განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და პოლიტიკაში რჩება.