ჩორჩანას საგუშაგოს მოშლა, ან ზემო ოქონის ტრიპტიკონის ხატი ზაზა გახელაძის სანაცვლოდ - ოკუპანტების ულტიმატუმი

05.04.21 17:02
ჩორჩანას საგუშაგოს მოშლა, ან ზემო ოქონის ტრიპტიკონის ხატი ზაზა გახელაძის სანაცვლოდ - ოკუპანტების ულტიმატუმი

ოკუპანტებმა ზაზა გახელაძის გათავისუფლების სანაცვლოდ ქართულ მხარეს ზემო ოქონის მე-11 საუკუნის ტრიპტიკონის ხატი, ან ჩორჩანას საგუშაგოს მოშლა მოსთხოვეს. თავად ზაზა ამ ბარტერის კატეგორიული წინააღმდეგია და აცხადებს, რომ მზად არის  წელიწადი და 6 თვე ოკუპანტების ციხეში გაატაროს. 

გახელაძის დედა ყვება, რომ ცოტა ხნის წინ ქართული მხარის მიერ ორი რუსი ოკუპანტის დაკავება გაუხარდა, რადგან იმედი გაუჩნდა, რომ მათ სანაცვლოდ შვილს გაუთავისუფლებდნენ, თუმცა  ხელისუფლება ასე არ მოიქცა. 

რომ გამოჩნდა ის ორი რუსი ჯარისკაცი, გამიხარდა. მე დავუსვი კითხვა თალაკვაძეს, რომ ადამიანი ისე როგორ უნდა გაბოროტდეს, რომ სხვისი ცუდი გაგიხარდეს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე გამიხარდა. გამიხარდა კი არა, კინაღამ ფრენა დავიწყე, რომ ჩემს შვილში გაცვლიდნენ, მაგრამ არა, ქალბატონო, ასე ნუ იტყვითო, ამის შედეგს სულ მალე დავინახავთო. ეს მალე რამდენი ანია, არ ვიიც. ამდენი დაპირებების და იმედგაცრუებების მერე, იმედიც უკვე მომიკვდა, მაგრამ თუ ბოლომდე მოკვდა იმედი, მაშინ მეც უნდა მოვკვდე. მე დავუსვი კითხვა თალაკვაძეს, - ამბობს ზაზა გახელაძის დედა, ნაა ბუნტური.