88%-ის აზრით, საქართველოსთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს - IRI

05.04.21 18:05
88%-ის აზრით, საქართველოსთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს - IRI

IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით,  მოსახლეობის 88% თვლის, რომ საქართველოსთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს, 7%-ის აზრით კი - აზერბაიჯანი. 

სხვა ქვეყნებთან მიმართებაში მონაცემები შემდეგია:

თურქეთი - 7%
აშშ - 5%
ირანი - 4%
სომხეთი - 3%
ჩინეთი - 2%
უკრაინა - 1%-ზე ნაკლები
ევროკავშირი - 1%-ზე ნაკლები
არცერთი - 1%-ზე ნაკლები
არ ვიცი/უარი პასუხზე - 3%

კვლევა ჩატარდა ,,საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის" სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. 

კვლევის სრული შედეგები და ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე

 

მსგავსი სიახლეები