მელიას და რურუას გათავისუფლება პირველი ნაბიჯია მოლაპარაკებების განსაახლებლად - სამადაშვილი

01.03.21 16:19
 მელიას და რურუას გათავისუფლება პირველი ნაბიჯია მოლაპარაკებების განსაახლებლად - სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს პოლიტპატიმრების გათავისუფლებაში ხედავს და ამბობს, რომ მმართველ გუნდთან დიალოგი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. სამადაშვილი არსებულ კრიზისში ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერებაზეც საუბრობს. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურება.

დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი  არის, რომ ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი ჩართულობა ამ კრიზისი დარეგულირებაში. პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი განახლდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმის და ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ საუბარი იმაზე რა შეიძლება იყოს კომპრომისის ოპოზიციის მხრიდან არის, უბრალოდ, არარელევანტური, იმიტომ, რომ ვითარება შეცვალა უარესისკენ ხელისუფლებამ, ამიტომ ნაბიჯები ამ კომპრომისის მოსაძებნად უნდა გადადგას ისევ და ისევ ხელისუფლებამ,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

საათზე მეტია  ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.