გამოკითხულთა 89%-ს პატრიარქი მოსწონს, 65%-ს გახარია - IRI

05.04.21 18:02
გამოკითხულთა 89%-ს  პატრიარქი მოსწონს, 65%-ს გახარია - IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს მიმართ მოსახლეობის დადებითი განწყობა კვლავ მაღალია.  პატრიარქის მიმართ მიმართ გამოკითხული მოქალაქეების 89% კეთილგანწყობილია. 

რაც შეეხება პოლიტიკოსებს, აქ გადამდგარი პრემიერი  გიორგი გახარია ლიდერობს. ის 25%-ით უსწრებს ბიძინა ივანიშვილს. 

"ქართული ოცნების" ყოფილ თავმჯდომარეს დადებითად გამოკითხულთა 40% აფასებს. 53% კი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი არ მოსწონს. 

გამოკითხული მოსახლეობის განწყობები სხვა პოლიტიკოსების მიმართ კი ასეთი:

კახა კალაძე – 54%
დავით ბაქრაძე – 52%
ნიკა მელია – 42%
ბიძინა ივანიშვილი – 40%
გიორგი ვაშაძე – 39%
დავით უსუფაშვილი – 36%
არჩილ თალაკვაძე – 33%
ირაკლი კობახიძე – 33%
სალომე ზურაბიშვილი – 31%
გიგი უგულავა – 29%
შალვა ნათელაშვილი – 27%
მამუკა ხაზარაძე – 26%
ალეკო ელისაშვილი – 26%
ლევან ხაბეიშვილი – 24%
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 21%
ირმა ინაშვილი – 21%
ნინო ბურჯანაძე – 20%
ბადრი ჯაფარიძე – 17%

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს, მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შესწავლილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კვლევის სრული შედეგები და ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე