საზოგადოების დიდი ნაწილს არ მიაჩნია, რომ ოპოზიცია სწორია - ვოლსკი IRI-ის კვლევებზე

05.04.21 20:17
საზოგადოების დიდი ნაწილს არ მიაჩნია, რომ ოპოზიცია სწორია - ვოლსკი IRI-ის კვლევებზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის, თქმით, IRI-ის კვლევების მიმართ ხელისუფლებას ყოველთვის კრიტიკული დამოკიდებულა ჰქონდა. ვოლსკის შეფასებით, საზოგადოება ოპოზიციას არ ენდობა.

კრიტიკული დამოკიდებულება IRI-ს და NDI-ს  კვლევების მიმართ უმრავლესობას ყოველთვის ჰქონდა და ყოველთვის ენდობოდა ამ კვლევებს ოპოზიცია, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობა" იშველიებდა ამ ციფრებს. საზოგადოების დიდი ნაწილს არ მიაჩნია, რომ სწორია ოპოზიცია და ტყუის საერთაშორისო საზოგადოება, რომელსაც მიაჩნია, რომ არჩევნები არათუ არ გაყალბებულა, არამედ საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობდა, - ამბობს ვოლსკი.

 IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, 27% ამბობს, რომ  "ოცნებას" ხმას არასდროს მისცემს. გამოკითხულთა 59% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.