მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას ჯამში "ოცნებაზე" მეტი მხარდაჭერა აქვს - "ლელო" IRI-ის კვლევაზე

05.04.21 20:40
მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას ჯამში "ოცნებაზე" მეტი  მხარდაჭერა აქვს - "ლელო" IRI-ის კვლევაზე

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებს და იმ ტენდენციაზე მიუთითებს, რომ ოპოზიციის რეიტინგი ჯამურად მმართველი გუნდიდს რეიტინგს აღემატება.

არ შევდივართ ცალკეული პარტიების რეიტინგის განხილვაში.მნიშვნელოვანი ტენდენცია არის ის რომ ოპოზიციას ჯამში აქვს უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე "ქართულ ოცნებას" და ეს არის განმსაზღვრელი ფაქტორი იმ კრიზისისა, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, - ამბობს საბა ბუაძე.

IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველ პარტიას გამოკითხულთა 35% უჭერს მხარს, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 18%.