საპატიო კახელიც ვარ და საქართველოში აუცილებლად ჩავალ კიდევ - პოზნერი

05.04.21 21:24
 საპატიო კახელიც ვარ და  საქართველოში აუცილებლად ჩავალ კიდევ - პოზნერი

საქართველოში ისევ ჩავალ - ამის შესახებ რუსმა პროპაგანდისტმა, ვლადიმერ პოზნერმა, საკუთარ ვებგვერდზე დაწერა.

როგორც მე მესმის, საქართველოში მიდის გამძაფრებული პოლიტიკური ბრძოლა და ოპოზიციამ გამოიყენა ჩემი ჩასვლა, რათა მოეწყო - არ ვიცი, ამას რა ვუწოდო - შეკრების მსგავსი. გაიხსენეს ჩემი სამი წლის წინანდელი გამონათქვამი აფხაზეთის შესახებ, რათა ხმა მოეწვდინათ ჩვენთვის ავტობუსზე კვერცხის დაშენით - როგორც ჩანს, ქათმის კვერცხები მათ საკმარისად აქვთ - დაერტყათ ჩვენი რესტორნის კედლებზე, ჩვენი სასტუმროს აივნების ქვეშ ეყვირათ, დაესტვინათ და ა.შ. მე მივიღე გამგზავრების გადაწყვეტილება - რატომ უნდა ჩამეგდო საფრთხეში მეგობრები, სულ მცირე. დავბრუნდით მოსკოვში და სრულიად მშვენივრად აღვნიშნეთ დაბადების დღე. თბილისის ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ. მთელი სიცხადით მინდა ვთქვა, რომ არავითარი წყენა საქართველოზე და ქართველებზე არ მაქვს, ამასთან, მე საპატიო კახელიც ვარ და მე, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ საქართველოში - აუცილებლად. ისეთი კვერცხის სროლის მოყვარულები, განსაკუთრებით, თუკი ამისთვის ფულს გიხდიან, ყველა ქვეყანაში არსებობენ და როგორც უკვე ვწერდი, ისინი ყურადღებას არ იმსახურებენ“, - წერს პოზნერი.

შეგახსენებთ, რომ რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმერ პოზნერი, რუს სტუმრებთან ერთად საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოვიდა. პოზნერი დაბადების დღის წვეულებას "კომენდანტის საათის" დროს მართავდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. სასტუმროს, სადაც რუსი სტუმრები იმყოფებოდნენ, კვერცხები ესროლეს. პოზნერს და მის სტუმრებს საქართველოს დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუწიათ.