გახარიას ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი - ოპოზიცია ყოფილი პრემიერის რეიტინგზე

06.04.21 11:31
გახარიას ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი - ოპოზიცია ყოფილი პრემიერის რეიტინგზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, რეიტინგს, რომელსაც IRI-ს კვლევის თანახმად ნეგატიურ რეიტინგებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს, ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის, შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს, რამხელა რეიტინგი აქვს ყოფილ პრემიერს ამჟამად, მთავარია, რა რეიტინგი ექნება მას რამდენიმე თვის შემდეგ. უდუმაშვილის თქმით, გიორგი გახარიას ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. 

არ აქვს მნიშვნელობა, ახლა რამდენია მისი რეიტინგი. მნიშვნელობა აქვს, რამდენი იქნება მისი რეიტინგი რამდენიმე თვის შემდეგ იმიტომ, რომ გახარიას აქვს ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი გასაცემი საზოგადოებისთვის, დაწყებული 20 ივნისიდან, გაგრძელებული კოვიდის თემის ჩავარდნით და ა.შ., - ამბობს უდუმაშვილი.

ყოფილი პრემიერის მიმართ კითხვების არსებობაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ღვინიაშვილიც.   მისი თქმით, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, რამდენად სერიოზული რეიტინგი ექნებას მას ოპოზიციაში ყოფნისას.

ეს კვლევა ჩატარებული მაშინ, როცა ჯერ კიდევ გახარია იყო პრემიერ-მინისტრი, მისი გადადგომის შემდეგ რეიტინგი მისი და ზოგადად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი როგორ შეიცვალა, ჯერ კიდევ სხვა კვლევის საგანია. გახარიას ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. ზოგადად, რამდენად სერიოზული რეიტინგი ექნება მას ოპოზიციაში, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, - აცხადებს გიორგი ღვინიაშვილი.
 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული უახლესი კვლევის თანახმად, დადებით პოლიტიკურ რეიტინგებში გიორგი გახარია ლიდერობს. მისი მოწონების მაჩვენებელი 65%-ია.

კვლევა ჩატარდა ,,საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის" სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

მსგავსი სიახლეები