რადგან ოპოზიცია ჩვენზე გაბუტულია, ხელისუფლებას მაინც დაველაპარაკებით - ალექსანდრე რაქვიაშვილი

06.04.21 11:51
რადგან ოპოზიცია ჩვენზე გაბუტულია, ხელისუფლებას მაინც დაველაპარაკებით - ალექსანდრე რაქვიაშვილი

,,გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, მიიჩნევს, რომ ,,ქართული ოცნებისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის " დაპირისპირების შედეგად ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

მისი თქმით, რადგან ოპოზიცია ,,გირჩს" არ ეკონტაქტება, ასეთ სიტუაციაში პარტია მმართველ გუნდთან შეხვედრებსა და გამოსავლის ძიებას აპირებს.

 ის ჭაობი, რომელშიც აღმოვჩნდით ,,ოცნებისა" და ,,ნაციონალური მოძრაობის" ქმედების შედეგად, ჩვენთვის მიუღებელია. შეიძლება, ჩვენმა ამომრჩეველმა გვაპატიოს ერთი-ორი კვირა ასეთ სიტუაციაში ყოფნა, მაგრამ რამოდენიმე თვე ასე ყოფნას არ გვაპატიებენ. რადგან ოპოზიცია ჩვენზე გაბუტულია და არ გველაპარაკება, ,,ქართულ ოცნებას" მაინც გავაფრთხილებთ, დაველაპარაკებით, ავუხსნით, რას ვაპირებთ. იდეაში, გუშინ უნდა შევხვედროდით, მაგრამ გრაფიკმა ამის საშუალება არ მოგვცა. -- ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

,,გირჩი" ხელისუფლებასთან შეხვედრას გუშინ აპირებდა, მაგრამ ,,ქართულმა ოცნებამ" დაძაბული გრაფიკის გამო ეს ვერ მოახერხა. საუბრის ძირითადი თემა არის საარჩევნო ბარიერი.