,,გირჩს" შეუძლია, მოვიდეს პარლამენტში და მუშაობას შეუდგეს - შალვა პაპუაშვილი

06.04.21 12:12
,,გირჩს" შეუძლია, მოვიდეს პარლამენტში და მუშაობას შეუდგეს - შალვა პაპუაშვილი

პარტია ,,ქართული ოცნების" პრეს-მდივანი, შალვა პაპუაშვილი, ,,გირჩს" პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. პაპუაშვილი აცხადებს, რომ ,,გირჩს" შეუძლია, შევიდეს პარლამენტში და საარჩევნო ბარიერზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოდან გააგრძელოს. 

,,გირჩს"  სურს საუბარი საარჩევნო ბარიერზე, ჩვენი პოზიციაა 3 პროცენტი, მათ სურთ ბუნებრივი ბარიერი. შექმნილია საკონსტიტუციო ცვლილების განხილვის ფორმატი და შეუძლიათ, მობრძანდნენ, მიიღონ მონაწილეობა, წარმოადგინონ არგუმენტი, რატომ უნდა იყოს უფრო დაბალი ბარიერი. ჩვენ მზად ვართ, ღია ვართ, როდესაც სურთ, შეგვხვდნენ, მათ შორის, ამ შენობაში მოვიდნენ და ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე დაიწყონ მუშაობა - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

,,გირჩი" საარჩევნო ბარიერის თემაზე შეხვედრას ხელისუფლებასთან გუშინ აპირებდა, მაგრამ დაძაბული გრაფიკის გამო ვერ მოახერხა.