ზურაბიშვილი, რომელიც კოვიდინფიცირებული პრემიერის კონტაქტია, თვითიზოლაციაში არ გადასულა

06.04.21 13:05
ზურაბიშვილი, რომელიც კოვიდინფიცირებული პრემიერის კონტაქტია, თვითიზოლაციაში არ გადასულა

ინფიცირებული პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა - ირაკლი ღარიბაშვილმა ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ დაწერა. 

ბოლოს მთავრობის მეთაური საჯარო სივრცეში სამების საკათედრო ტაძარში გამოჩნდა, როდესაც ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე პრეზიდენტთან ერთად მივიდა.

თვითიზოლაციაში არ გადასულა ქვეყნის მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღეს "ტვ.პირველის" კამერამ დააფიქსირა.

სად დაინფიცირდა ირაკლი ღარიბაშვილი, უცნობია. 

"პირველების" ინფორმაციით, პრემიერთან კავშირში მყოფ ყველა პირს 48 საათში ერთხელ ტესტირება უტარდება.