შესაძლო საკადრო ცვლილებები - კობახიძის ღარიბაშვილით ჩანაცვლებას "ოცნებაში" უარყოფენ

06.04.21 13:32
შესაძლო საკადრო ცვლილებები - კობახიძის ღარიბაშვილით ჩანაცვლებას "ოცნებაში" უარყოფენ

IRI-ს კვლევის შედეგების გასაჯაროვების შემდეგ, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს, მედიაში საკადრო ცვლილებებზე ალაპარაკდნენ. არსებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილით ჩანაცვლდეს. 

აღნიშნულ ინფორმაციას მმართველ გუნდში უარყოფენ და მას სპეკულაციას უწოდებენ. 

პროვოკაციია ჩემი აზრით, არანაირი მსგავსი დაპირისპირება, რა თქმა უნდა, არ არის. ეს ისედაც იცის კარგად საზოგადოებამ. ეს არის სასურველის სინამდვილედ გასაღების მცდელობა კონკრეტული პოლიტიკური პარტიებიდან, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი,  დავით მათიკაშილი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი ჯერ-ჯერობით დღის წესრიგში არ დგას. 

„ქართული ოცნების“ თავმდჯომარე არის ირაკლი კობახიძე და ნუ მისვამთ ისეთ შეკითხვებს, რომელიც ძალიან ჰიპოთეტურია. თუ ეს დადგა დღის წესრიგში, მერე ვილაპარაკოთ. რა ვქნა, წინასწარ ვიმარჩიელო?, - ამბობს ქადაგიშვილი. 
 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული უახლესი კვლევის თანახმად "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს  საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვს. მას დადებითად გამოკითხულთა  33 % აფასებს.