დააკავონ კალაძეც, რომელიც მილიონებს ეთამაშება - ხაბეიშვილი

01.03.21 17:28
დააკავონ კალაძეც, რომელიც მილიონებს ეთამაშება - ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი კალაძის უწყებაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება. ხაბეიშვილი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს დააკავონ არა მხოლოდ კორუმპირებული პირი, არამედ  დედაქალაქის მერიც, რომელიც ასევე, მილიონებს ეთამაშება.

ის, რომ დამპალია სისტემა, ის, რომ დედაქალაქის მერია ჩაფლულია კორუფციაში, ეს ისედაც ცხადია, თუმცა სამწუხარო რეალობაა, რომ კორუმპირებულებს აკავებენ და არ ხდება, მაგალითად, დედაქალქის მერზე საქმის წარმოება, მერიის გამგებლებზე საქმის წარმოება, გამგებლებზე. ასე რომ, საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებ, რომ როგორც ახლა, პარასკევს შევარდნენ და ძირს დანართხეს ადამიანები, ბრუტალურად მოხდა 8000 დოლარის მიმთვისებლის დაკავება, იგივე მოწადინებით შეუძლიათ დააკავონ, მაგალითად, ირაკლი ხმალაძე, რომელიც არათუ 8000 დოლარის, არამედ ათი ათასობით და ასი ათასობით დოლარის სავარაუდო მითვისებაშია ეჭვმიტანილი. ასევე, კახი კალაძე, რომელიც მილიონებს ეთამაშება ბიუჯეტის ხარჯზე, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები