კახა ქემოკლიძე ირწმუნება, რომ გადადგომის შემდეგ გახარია ივანიშვილს არ შეხვედრია

06.04.21 18:12
კახა ქემოკლიძე ირწმუნება, რომ გადადგომის შემდეგ გახარია ივანიშვილს არ შეხვედრია

გახარიას თანაგუნდელის, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, კახა ქემოკლიძის, მტკიცებით, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ქემოკლიძის თქმით, გახარიას მაღალი რეიტინგი იმით აიხსნება, რომ ის თანამედროვე ტიპის ლიდერია, რომელიც სახელმწიფოებრივი აზროვნებით გამოირჩევა. 

კვლევებმა აჩვენა, რომ საზოგადოება ენდობა გახარიას. ამას აქვს მკაფიო ახსნა, რომ ის ყოველთვის იყო განსხვავებული, თანამედროვე ტიპის ლიდერი, სწორი შეხედულებებით, სწორი ფასეულობებით, მერიტოკრატიაზე დაფუძნებული მენეჯმენტით. ამას ქართული საზოგადოება ყოველთვის ხედავს. მე ბატონ გახარიასთან ვიმუშავე 2018 წლის აპრილიდან, შესაბამისად,  ვიცი მისი ხედვები, მისი სწორი სახელმწიფოებრივი აზროვნება, მენეჯმენტი, მისი მერიტოკრატიაზე დაფუძნებული ხედვები. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ რომელ სფეროშიც არ უნდა იყოს, მათ შორის პოლიტიკაში, ის იქნება წარმატებული - ამბობს ქემოკლიძე. 

ცნობისთვის, კახაბერ ქემოკლიძე გიორგი გახარიას კადრად მოიაზრება. ის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად სწორედ ყოფილმა პრემიერმა წარადგინა.