რაც მალე გამოუშვებენ მელიას, უკეთესია ,,ოცნებისა" და ქვეყნისთვის - დიტო საძაგლიშვილი

06.04.21 18:44
რაც მალე გამოუშვებენ მელიას, უკეთესია ,,ოცნებისა" და ქვეყნისთვის - დიტო საძაგლიშვილი

ნიკა მელია თავს მხნედ გრძნობს და სასამართლო პროცესს ელოდება - ამის შესახებ ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლისვილმა "ტვ. პირველს" განუცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლება პირველ რიგში, ხელისუფლებას უნდა აწყობდეს.

რთულია იმის პროგნოზირება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, უფრო სწორად, ხელისუფლება, რადგან ეს არის პოლიტიკური საქმე. ნიკა მელიას დაკავება მოხდა პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე, ეს აღიარება ჩვენ მოვისმინეთ პარტიის თავმჯდომარისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც. რაც მალე დასრულდება მელიას უკანონო პატიმრობა, უკეთესია ქვეყნისთვის და თავად ,,ოცნებისთვის - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები