Facebook-მა ,,ქართულ მარშთან" დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა

06.04.21 23:30
Facebook-მა  ,,ქართულ მარშთან" დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა

Facebook-მა  ,,ქართულ მარშთან" დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა. ინფორმაცია კომპანიის მარტის თვის ანგარიშიდან გახდა ცნობილი. ადმინისტრაციამ 11 ქვეყნის 14 ქსელი წაშალა, მათ შორის მოხვდა საქართველოც.

ამ ჯგუფებში დასაპოსტად ყალბ და დუბლირებულ ანგარიშებს იყენებდნენ გვერდებისა და ჯგუფების სამართავად. ამ ქსელს მრავალი გაფრთხილება ჰქონდა სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოების სტანდარტების დარღვევის გამო. ამ ქსელზე თავსდებოდა ახალი და მიმდინარე მოვლენები ქართულად, მათ შორის არჩევნების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, პანდემიისა და აშშ-ს პრეზიდენტის, ბაიდენის, კრიტიკის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობის უკან მდგომი პირები თავიანთი ვინაობის დამალვას ცდილობდნენ, ჩვენმა გამოძიებამ დაადგინა კავშირი იმ პირებთან, რომლებიც ,,ქართულ მარშთან" და პარტიის ახალგაზრდულ ფრთასთან ასოცირდებოდნენ - წერია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები