აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, საქართველოში დაბრუნდა

07.04.21 10:27
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, საქართველოში დაბრუნდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, საქართველოშია. ამის შესახებ "ტვ  პირველს" მისმა მეუღლემ უთხრა. აფგან მუხთარლი საქართველოში გამთენიისას ჩამოვიდა და თბილისში იმყოფება. 

აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოსვლას 2020 წლის ოქტომბერში აპირებდა, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან საზღვარზე არ გამოატარეს. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მისი თქმით, ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს.  აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო კვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. მუხთარლის 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და გერმანიაში ოჯახთან წასვლის უფლება მისცეს.

   

მსგავსი სიახლეები