3 მილიონზე მეტი შემოწირულობა - "ქართულ ოცნებას" ისევ ივანიშვილის ოჯახი და გარემოცვა აფინანსებს

07.04.21 11:07
3 მილიონზე მეტი შემოწირულობა - "ქართულ ოცნებას" ისევ ივანიშვილის ოჯახი და გარემოცვა აფინანსებს

"ქართულ ოცნებას" ისევ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წევრები და ახლო გამემოცვა აფინანსებს-ბოლო სამ თვეში მმართველმა პარტიამ ბიზნესისგან საჩუქრად 3 მილიონი ლარი  მიიღო- სპონსორების სიაში სხვებთან ერთად  არიან -ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი, რომელმაც 50 ათასი ლარი შესწირა "ოცნებას" სამი თვის განმავლობაში, ასევე "ქართუ ბანკის" დირექტორი, ნატო ხაინდარავა და სხვები. 

პარტიების შემოწირულობების ოფიციალური საჯარო ინფორმაციის, მიხედვით 2021 წელს "ოცნებას" 3 მილიონამდე ლარი შესწირეს. შემომწირველთა სია წლიდან წლამდე არ იცვლება. პარტიებს შორის "ოცნებას" ყველაზე მეტი შემოწირულობა აქვს. 

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება ამ წლის იანვარში გააკეთა.