ოპოზიცია დათმობაზე წავიდა - ვადამდელი არჩევნების ნაცვლად პლებისციტი

01.03.21 17:58
 ოპოზიცია დათმობაზე წავიდა -  ვადამდელი არჩევნების ნაცვლად პლებისციტი

ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ევროკავშირის პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა.  შარლ მიშელმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების განსამუხტად როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, დათმობაზე წასვლა მოსთხოვა.   ოპოზიცია კომპრომისზე წავიდა- ვადამდელი არჩევნების ნაცვლად პლებისციტი. ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, თუ ხალხი იტყვის, რომ ახლა არჩევნების დრო არ არის, მაშინ აქციები შეწყდება. მაგრამ პლებისციტის ჩასატარებლად აუცილებელია ნორმალური პოლიტიკური გარემო და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

ქართულ ოცნებას" თუ იმის ილუზია აქვს, რომ ინტერესი ევროკავშირის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მხრიდან შემცირდება რაიმე დონეზე, ძალიან ცდება! - აღნიშნავს ''რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, ხათუნა სამნიძე.

 

მსგავსი სიახლეები