"ეს ფული დაკავშირებულია საბიუჯეტო რესურსებთან" - საბა ბუაძე "ოცნების" დაფინანსებაზე

07.04.21 11:19
"ეს ფული  დაკავშირებულია საბიუჯეტო რესურსებთან" - საბა ბუაძე "ოცნების" დაფინანსებაზე

"ლელოს" წევრი, საბა ბუაძე, მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მიერ "ოცნების" დაფინანსება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის არაფორმალურად არის ჩართული პარტიის დაფინანსებაში. 

ბიძინა ივანიშვილი, მასთან დაკავშირებული ადამიანები აგრძელებენ მის დაფინანსებას, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ივანიშვილი სინამდვილეში მხოლოდ ფორმალურად გაიწია გვერდზე, ეს ფული, რომლითაც ფინანსდება "ოცნება", არის იმ სისტემიდან წამოსული თანხები, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, რომელიც დაკავშირებულია საბიუჯეტო რესურსებთან და ეს სისტემა მისი წასვლის შემდეგაც მუშაობს," - ამბობს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე. 

პარტიების შემოწირულობების ოფიციალური საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს "ოცნებას" 3 მილიონამდე ლარი შესწირეს. შემომწირველთა სია წლიდან წლამდე არ იცვლება. "ოცნების" შემომწირველებს შორის ივანიშვილის ოჯახის წევრები და მასთან დაახლოებული ბიზნესმენები არიან. 

მსგავსი სიახლეები