ვინ აუკრძალა, დააფინანსოს პარტია? - ღუდუშაური ივანიშვილის ოჯახის მიერ პარტიის დაფინანსებაზე

07.04.21 11:20
ვინ აუკრძალა, დააფინანსოს პარტია? - ღუდუშაური ივანიშვილის ოჯახის მიერ პარტიის დაფინანსებაზე

"ქართულ ოცნების" დეპუტატები პრობლემად არ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ პარტიას კვლავ ივანიშვილის ოჯახი და ახლო გარემოცვა აფინანსებს. უმრავლესობის დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური, მიიჩნევს, რომ პარტიის დაფინანსება ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას არ უკავშირდება. 

ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ წავიდა პოლიტიკიდან და თქვენ ხედავთ, რომ ნამდვილად ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, ერთ პოლიტიკურ აქტივობაში არ მიუღია მონაწილეობა, განსხვავებით ოპოზიციის სხვა ანგაჟირებული ლიდერებისა, რომელიც არ ანებებენ ქვეყანას თავს. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ვინ აუკრძალა, რომ  დააფინანსოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მის მიზნებთან და ამოცანებთან ყველაზე ახლოს არის,- ამბობს ალუდა ღუდუშაური.