"მოსამართლე ვალდებულია, რომ მელიას აღკვეთის ღონისძიება გააუქმოს" - მელიას ადვოკატი

07.04.21 11:34
"მოსამართლე ვალდებულია, რომ მელიას აღკვეთის ღონისძიება გააუქმოს" - მელიას ადვოკატი

"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის", ნიკა მელიას, სასამართლო პროცესი ხვალ, 11 საათზე,  გაიმართება.

ხვალინდელ პროცესზე გაირკვევა, დატოვებს თუ არა სასამართლო პატიმრობაში ოპოზიციის ლიდერს. ადვოკატები შუამდგომლობას დააყენებენ, რომ პროცესს მელია დაესწროს, რადგან ის პროცესიდან მოსამართლემ გააძევა. 

გონივრული ნაბიჯი იქნება ნიკას გათავისუფლება, თუმცა მე ამ ეტაპზე ხელისუფლების მხრიდან გონივრული გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს. თვითონ პროკურატურა აცხადებს, რომ მელიას პატიმრობაში ყოფნა არ არის მათი თვითმიზანი. ეს რომ გადმოვთარგმნოთ კანონის ენაზე, ნიშნავს, რომ  პატიმრობა არ არის უალტერნატივო, ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია, რომ მის მიმართ გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება, რაც გამოიწვევს მის გათავისუფლებას," - ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი. 

 

ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა ,,ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ოფისის შტურმი.