პოლიტიკური დევნა და შერჩევითი სამართალი - პოლიტპატიმრების მიმართვა აშშ-ს ელჩს

07.04.21 11:55
პოლიტიკური დევნა და შერჩევითი სამართალი  - პოლიტპატიმრების მიმართვა აშშ-ს ელჩს

პოლიტპატიმრების მიმართვა აშშ-ს ელჩს - ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე კელი დეგნანს საგანგებო განცხადებით მიმართავენ. ბრალდებულები დიპლომატს ქვეყანაში არსებული შერჩევითი სამართლითა და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. ამავე მიმართვაში ისინი ოპოზიციურ ლიდერს, ნიკა მელიას „ქართული ოცნების“ მძევლად მოიხსენიებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

პოლიტპატიმრები კელი დეგნანს აღნიშნული ინფორმაციის აშშ-ს პრეზიდენტამდე,  ჯო ბაიდენამდე, მიტანას სთხოვენ. 
 

პრინციპში, ეს არის მხარდაჭერის წერილი და მიზანი ის არის, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრება და დევნა უნდა შეწყდეს ამ ქვეყანაში. არ არის ეს სწორი, ასე არ უნდა გრძელდებოდეს. ეს ერთ-ერთი ფორმაა, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება, - ამბობს ივერი მელაშვილი. 

ბრალდებულებმა მიმართვის  წერილი აშშ-ის საელჩოში უკვე დატოვეს.