კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, დათესონ პანიკა - კალაძე ვაშლიჯვრის მეწყერზე

07.04.21 12:37
კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, დათესონ პანიკა - კალაძე ვაშლიჯვრის მეწყერზე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის სხდომაზე განაცხადა, რომ ვაშლიჯვრის მეწყერზე კონკრეტული ადამიანები პანიკის დათესვას ცდილობენ.

სამწუხაროდ, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია, დათესონ პანიკა და ა.შ. მინდა მოგიწოდოთ, რომ არ დაუჯეროთ არავის. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან და ყოველდღიური გამოსვლებით ვცდილობთ, საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ ვსაუბრობთ ფერდზე, სადაც ათეული წლებია, არსებობს ეს პრობლემა", - თქვა კალაძემ. 

კალაძის თქმით, ვაშლიჯვრის მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს, ადგილზე 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს. 

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან, მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა. ამ დრომდე მოსახლეობა მეწყრული ზონიდან ევაკუაციას მოითხოვს.