ხილი ნიკა მელიას - ნათელაშვილი გლდანის ციხესთან (ფოტოები)

07.04.21 13:27
ხილი ნიკა მელიას - ნათელაშვილი გლდანის ციხესთან (ფოტოები)

გლდანის მეთორმეტე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, კალათით გამოჩნდა. 

პირველმა ლეიბორისტმა კოლეგას ხილი მიუტანა. 

,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას, სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ხვალ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს თუ არა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე საპატიმროს.