განაჩენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დირექტივაზეა დამოკიდებული - ნიკა მელიას ადვოკატი

07.04.21 13:30
განაჩენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დირექტივაზეა დამოკიდებული - ნიკა მელიას ადვოკატი

 ნიკა მელიას ადვოკატს სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ აქვს. გიორგი კოდანახაშვილი ამბობს, რომ 8 აპრილს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე იმ ვერდიქტს გააჟღერებს, რომელსაც უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა გამოიტანს.

სამართლებრივი მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს, ვინაიდან ეს პროცესი დიდიხანია გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს. ხვალის სასამართლოზე გაჟღერდება, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს  უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ცალსახად გადაწყვეტილება არ არის დამოკიდებული სასამართლოსა და კანონის მოთხოვნაზე. ეს დამოკიდებულია პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მითითებულო დირექტივაზე, - ამბობს  კონდახაშვილი.

მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის სასამართლო პროცესი 8 აპრილს გაიმართება. სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი უნდა განიხილოს.