რატომ ელოდებით რუსული ოკუპაციის დაგმობას, როცა მეზობლის მუქარაზე ხმას არ იღებთ - ტომას ილვესი

07.04.21 14:46
რატომ ელოდებით რუსული ოკუპაციის დაგმობას, როცა მეზობლის მუქარაზე ხმას არ იღებთ - ტომას ილვესი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი, უკრაინასთან მიმართებით  საქართველოს საგარეო პოლიტიკას  გმობს. საქმე ეხება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის არმიის მობილიზაციის გამო საქართველოს ხელისუფლების დუმილს . 

როდესაც 2008 წელს საქართველოში შემოიჭრნენ, მე არა მხოლოდ პოზიცია დავაფიქსირე, არამედ შუა ომის დროს ჩამოვფრინდი კიდეც. გაკვირვებული ვარ, რატომ ელოდებით, რომ მსოფლიო თანამეგობრობა დაგმობს რუსეთის მხრიდან თქვენს ოკუპაციას, როდესაც თქვენ ხმას არ იღებთ, როდესაც თქვენს მეზობელს ემუქრებიან - წერს ილვესი Twitter-ზე.