რუსები გამოეკიდნენ ძაღლებით, იძულებულები იყვნენ, ადიდებულ ენგურში ჩამხტარიყვნენ - ახალი დეტალები გალიდან

07.04.21 14:58
რუსები გამოეკიდნენ ძაღლებით, იძულებულები იყვნენ, ადიდებულ ენგურში ჩამხტარიყვნენ - ახალი დეტალები გალიდან

რუსი ოკუპანტების მორიგი მსხვერპლები გალიდან - ერთ-ერთი თვითმხილველი "ტვ პირველთან" ყვება, რომ გარდაცვლილები ადიდებულ ენგურში მას შემდეგ ჩახტნენ, რაც მათ ე.წ. საზღვრის კვეთისას რუსი მესაზღვრეები ძაღლებით დაედევნენ. 

ამბობენ, რუსები ძაღლებით დაედევნენ და შიშით წყალში ჩაცვივდნენო. ალბათ, წყლის დონე არ იცოდნენ. წყალი კი 04:00 საათზე გაშვებული ყოფილა. პენსიისა და დახმარების ასაღებად გადმოდიან ხოლმე, რადგან ოკუპირებულ აფხაზეთში ყველაფერი ბევრად უფრო ძვირია"- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე. 

ბოლო ინფორმაციით, სამძებრო ოპერაცია ენგურის ხეობაში რამდენიმე საათია, უშედეგოდ გრძელდება.

მდინარის კალაპოტში ამჯერად 62 წლია მამაკაცის ცხედარს ეძებენ. 

ის ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში მეუღლესა და მეზობლებთან ერთად მოდიოდა.

მანამდე კი მდინარე ენგურმა 40 წლის მაყვალა გამისონიას, 35 წლის თამუნა ცატავაას და 62 წლის თამაზ ბასლანძის ცხედრები გამორიყა.

საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში საკვების საყიდლად და ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად გადმოდიოდნენ.