"პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა" - მიშელმა მთავრობა და ოპოზიცია შეხვედრაზე მიიწვია

01.03.21 18:31
"პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა" -  მიშელმა მთავრობა და ოპოზიცია შეხვედრაზე მიიწვია

"ყველას ვიწვევ, დღეს საღამოს შეხვდეთ, დადგა დრო ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე, პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა"-ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრი შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლს მიშელმა გააკეთა და მხარეებს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.

"ეს პროცესი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს, ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა. საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლოსადმი ნდობით განწყობა.  მოგიწოდებთ მეტი ძალისხმევით განახორციელოთ რეფორმები. ამას დაჭირდება კომპრომისებზე წასვლა.  არსებული პოლარიზაცია და კრიზისი უნდა გამოსწორდეს, დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები, გამოწვევებს გაუსწოროს თვალი და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს.  , - განაცხადა შარლ მიშელმა

ამ განცხადების შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიალოგის დაწყების მზაობა გამოთქვა და განაცხადა რომ შეხვედრას დაესწრება.