20 ივნისის საქმე - ,,საია" სტრასბურგის სასამართლოში ჩივის

07.04.21 15:41
20 ივნისის საქმე - ,,საია"  სტრასბურგის სასამართლოში ჩივის

20 ივნისის  საქმეზე ,,ახალგაზრდა  იურისტთა ასოციაციამ" ევროსასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების სახელით ევროპულ სასამართლოს კონვენციის ნორმების დარღვევების დადგენას სთხოვს. ,,საიას" წარმომადგენლების თქმით, აქციაზე სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა იყო არაკანონიერი და არაპროპორციული იყო.

მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს 20 ივნისის შედეგად დაზარალებული პირების სახელით, ვითხოვთ კონვენციის ნორმების დარღვევის დადგენას, ყველა პირთან მიმართებით ვითხოვთ მე-13 მუხლის დარღვევის დადგენას. აქციის დარბევისას გამოყენებული ძალა იყო არაკანონიერი და არაპროპორციული - ამბობს ,,საიას" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი.