ივანიშვილი "ოცნების" დაფინანსებას გააგრძელებს - ივანიშვილის ძმა

07.04.21 17:13
ივანიშვილი "ოცნების" დაფინანსებას გააგრძელებს  - ივანიშვილის ძმა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად "ქართული ოცნების" დაფინანსებას გაგარძელებს.ეს განცხადება ტვ პირველთან  ივანიშვილის ძმამ გააკეთა.

"კიდევ ბევრს შევწირავ" - ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი ტვ პირველთან ამბობს, რომ "ქართულ ოცნებისთვის" მსხვილ შემოწირულობას თავად მომავალშიც გაიღებს. ალექსანდრე ივანიშვილმა "ოცნებას" 50 ათასი ლარი 26 იანვარს შესწირა.

პარტიების შემოწირულობების ოფიციალური საჯარო ინფორმაციის, მიხედვით 2021 წელს "ოცნებას" 3 მილიონამდე ლარი შესწირეს. შემომწირველთა სია წლიდან წლამდე არ იცვლება. პარტიებს შორის "ოცნებას" ყველაზე მეტი შემოწირულობა აქვს. 

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება ამ წლის იანვარში გააკეთა.