დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო, ხულოდან ლაგოდეხის ჩათვლით, პროტესტს შეუერთდება - დავით კირკიტაძე

07.04.21 17:42
დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო, ხულოდან ლაგოდეხის ჩათვლით, პროტესტს შეუერთდება - დავით კირკიტაძე

გაერთიანებული ოპოზიცია 15 მაისი მასშტაბური აქციისთვის ემზადება. ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ლიდერები რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ბოლო დეტალები გაიარეს. ,,ენმ"-ს რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დავით კირკიტაძე ამბობს, რომ პარტიის ლიდერები მთელი საქართველოს მასშტაბით გავლენ და ყველას აუხსნიან, რას და როგორ აპირებენ.

ჩვენი ლიდერები რეგიონებში გავლენ და საზოგადოებას აუხსნიან, რას ვაპირებთ, როგორ, რა ფორმით. დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო ლაგოდეხიდან დაწყებული, ხულოთი დამთავრებული, პროტესტს შეუერთდება - ამბობს დავით კირკიტაძე.

,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ შეხვედრაზე სამი საკითხი გადაწყდა:

ოპოზიცია 10 აპრილიდან რეგიონებში გასვლას და საზოგადოების ინფორმირებას დაიწყებს;

15 მაისს მოხდება რეგიონებიდან წამოსული აქციის მონაწილეთა მობილიზება თბილისში მობილიზება; 

15 მაისის შემდეგ ოპოზიცია ყოველდღიურ აქციებს გამართავს იქამდე, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება.

 

მსგავსი სიახლეები