"ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება

01.03.21 20:03
"ოცნებისა" და  ოპოზიციის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელის ინიციატივით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში იმართება.

ამ ეტაპზე უცნობია, რომელი პარტიის ლიდერები დაესწრებიან შეხვედრას. მედიაციის პროცესს პირადად შარლ მიშელი უხელმძღვანელებს.