ხელისუფლებას კარანტინის გადახედვისკენ მოვუწოდებთ - სახალხო დამცველი გალის ტრაგედიაზე

07.04.21 19:03
ხელისუფლებას კარანტინის გადახედვისკენ მოვუწოდებთ - სახალხო დამცველი გალის ტრაგედიაზე

სახალხო დამცველი ხელისუფლებას კარანტინის გადახედვისკენ მოუწოდებს. ომბუდსმენმა გალში დღეს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების დაწესებული 5 დღიანი კარანტინის ვადა დამატებით პრობლემებს უქმნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.