"ოცნების" დილემა - გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან, დღეს გაირკვევა

08.04.21 10:00
"ოცნების" დილემა - გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან, დღეს გაირკვევა

რამდენიმე საათში გახდება ცნობილი გაათავისუფლებენ თუ არა პატიმრობიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას.

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება. 

დღევანდელ პროცესზე სასამართლო მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე, მელიამ "ტვ პირველს" წერილი გამოუგზავნა, სადაც ოპოზიციის ლიდერი იმ პოლიტიკურ ფასზე საუბრობს, რომელსაც "ქართული ოცნება"  მასთან მიმართებაში ნებისმიერი გადაწყვეტილების  შემთხვევაში გადაიხდის. მელია წერს, რომ „ქართული ოცნება“ დილემის წინაშეა. 

ხელისუფლებამ ნიკა მელია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში შტურმით შეიჭრის შედეგად, 23 თებერვალს დააკავა. 

მსგავსი სიახლეები