ჩემი გატაცება აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შეუკვეთა, თანხმობა მისცეს ივანიშვილმა და კვირიკაშვილმა - აფგან მუხთარლი

08.04.21 11:55
ჩემი გატაცება აზერბაიჯანის ხელისუფლებამ  შეუკვეთა,  თანხმობა მისცეს  ივანიშვილმა და კვირიკაშვილმა - აფგან მუხთარლი

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ, დღეს საქართველოს პროკურატურას ჩვენება უნდა მისცეს მისი გატაცების საქმესთან დაკავშირებით. მუხთარლი ამბობს, რომ მისი გატაცება აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაუკვეთა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მაშინდელი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, საქმის კურსში იყვნენ.

ჩემი გატაცება შეუკვეთა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, მათ თანხმობა მისცეს ბიძინა ივანიშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა, გამტაცებელები ავტობუსში საერთოდ არ ლაპარაკობდნენ. ერთმანეთს ჟესტებით ანიშნებდნენ, ერთადერთხელ ისაუბრეს, ისიც ტელეფონით და ქართულ ენაზე. თუ ქარეთული მხარე წარმომიდგენს ფოტომასალას, მზად ვარ, გამტაცებელები ამოვიცნო - განაცხადა დაკითხვის წინ აფგან მუხთარლიმ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ გამოძიების იმედი არა აქვს, რადგან მის გატაცების საქმეში საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურები იყვნენ ჩართული. 

დღეს პროკურატურას უნდა მივცე ჩვენება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მომიტაცეს. საქართველოს მხრიდან ჩემი მოტაცების საქმეში ჩართული იყო შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამსახურები. მე მოვყვები, საიდან გამიტაცეს და სად ჩამიყვანეს აზერბაიჯანში. თავზე ტომარა მქონდა ჩამოცმული, მაგრამ გზას მაინც ვხედავდი. ქართული პროკურტატურის განსაკუთრებით დიდი მოლოდინი არა მაქვს, რადგან ამ ყველაფერს ჩადის საქართველოს ხელისუფლება - ამბობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი.

აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წელს გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატებს საჩივარი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აქვთ შეტანილი.