პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

01.03.21 22:57
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე შედგა ჩარჩო დოკუმენტი, რომელშიც არის გაწერილი 6 პუნქტი. ერთ-ერთი მთავარი პუნქტია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

2-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი შესაფესბით შეხვედრა კონსტრუქციულ ფორმატში წარიმართა.მისი თქმით, ამ 6-პუნქტიან დოკუმენტს"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსთან განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის დიალოგი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით ჩატარდა. 

მსგავსი სიახლეები