"ვინ დაიწყო ომი უკრაინაში"? - რიჟვაძე რუსეთს ვერ ახსენებს

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი არ პასუხობს "ტვ პირველის" კითხვას - ომი უკრაინამ დაიწყო თუ რუსეთმა. რიჟვაძემ განაცხადა: " მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას".
ამასთან დღეს ბათუმის ნავსადგურში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემი, "ლეონიდ პესტრიკოვი" შემოვიდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდს კანონი არ დაურღვევია.